რომელი ფეხბურთელი ურჩია კახა კალაძემ იტალიურ გუნდებს

საქართველოს ნაკრებისა და “მილანის” ყოფილი მცველი, კახა კალაძე რამდენიმე დღის წინ იტალიაში იმყოფებოდა, სადაც ვებგვერდ Secolo XIX-სთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.
“ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებისთვის ბევრს ვაკეთებთ და გარკვეული დროის შემდეგ, რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი გამოჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში ვარ, სპორტი არ დამვიწყებია”, – განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე თუ ვის ურჩევდა კალაძე იტალიურ გუნდებს, ყოფილმა ფეხბურთელმა შემდეგი პასუხი გასცა: “საბა კვირკველია – საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” მცველი”.

კომენტარები

სხვა სიახლეები