რომელია ქრონიკული ბერბიჭების და შინაბერების ზოდიაქო

როგორ გგონიათ, ამ ქვეყნად ყველა ადამიანი იმისთვის იბადება რომ აუცილებლად იპოვნოს მეორე ნახევარი? ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ არსებობენ ისეთი ე.წ „თვითკმარი“ ადამიანებიც ვისთვისაც პარტნიორის ყოლა სულაც არ არის ამოსავალი წერტილი ცხოვრებაში და მარტო ყოფნა მათთვის გაცილებით უფრო მისაღებია. ისეც ხდება რომ ხშირად პროფესიას უძღვნის პიროვნება თავს, რის შედეგადაც ბალნსი პირადსა და საქმიან ცხოვრებას შორის ვერა და ვერ ხერხდება. მოკლედ, ყველას სიტუაცი ინდივიდუალურია, თუმცა არსებობს გარკვეული კლასიფიკაცია იმის შესახებ თუ კონკრეტულად ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულებს ვხვდებით ყველაზე მეტ ბერბიჭას და შინაბერას. მიზეზი მათი მარტოდ დარჩენისა სხვადასხვაა თუმცა მოდით ზოგად სტატისტიკას გადავავლოთ თვალი.

როგორც გაირკვა მიწის სტიქიის წარმომადგენლებს (კურო, ქალწული, თხის რქა) ყველაზე მეტად უჭირთ დაოჯახების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. სამაგიეროდ მიწა უზომოდ ერთგულია პარტნიორობის კუთხით. ასტროლოგები თვლიან რომ ამ სამ ნიშანს შორის მარტოობისკენ მიდრეკილი ყველაზე მეტი დოზით არის ქალწული. ზოგადად ზოდიაქოს ეს ნიშანი ყველაზე მეტ ბერბიჭას და შინაბერას წარმოშობს, რისი მიზეზიც უმთავრესად არის ქალწულისთვის დამახასითებელი მეწვრილმანეობა, ჭირვეული ხასიათი და გამუდმებული მოთხოვნილება სრულყოფილი მეორე ნახევარი იპოვნოს. იდეალური ადამიანები კი მოგეხსენებათ ბუნებაში არ არსებობენ.

ცეცხლის ნიშნებს შორის (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) იშვიათად ვხვდებით ასოციალურ ან ჩაკეტილ ტიპებს. უფრო პირიქით ეს ხალხი ცხოვრების მანძილზე რამოდენიმე ქორწინებსაც კი ასწრებს თავისი ხმაურიანი განქორწინებებით. თუმცა ასტროლოგებს მიაჩნიათ რომ მარტოობის კანდიდატი ცეცხლებს შორის ყველაზე ხშირად მშვილდოსანია. ამ ნიშანს იმდენად უყვარს თავისუფლება რომ ხშირად სავსებით გაცნობიერებულადაც კი ამჯობინებს დარჩეს მარტო და არასოდეს შეიზღუდოს თავი ოჯახური მოვალეობებით.

წყლის სტიქიის ნიშნებს შორის (კირჩხიბი, მორიელი, თევზები) გამოკვეთილი მეოჯახეები გვხვდებიან, ოჯახი ამ ადამიანებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი ემოიციური საყრდენი და ფასეულობაა. ამიტომ როგორც წესი იშვიათად ვხვდებით ზოდიაქოს ამ სამ ნიშანს შორის მარტოხელებს. თუმცა ყველაზე უფრო პრეტენზიულები მეორე ნახევრის არჩევისას კირჩხიბები არიან, შესაბამისად ამ ნიშნით დაბადებულებს უფრო ემუქრებათ შინაბერას ან ბერბიჭას ხვედრი.

და ბოლოს ჰაერის ნიშნით დაბადებულები (ტყუპი, მერწყული და სასწორი) არ გამოირჩევიან განსაკუთრებული მოთხოვნილებით ოჯახური კერის მიმართ, მით უმეტეს ახალგაზრდულ წლებში. ჰაერებს წყვილში ყოფნის შემთხვევაშიც აბსოლუტური თავისუფლება ესაჭიროებათ პარტნიორის მხირდან, ამიტომ თუკი თავს შეზღუდულად გრძნობენ უბრალოდ და მარტივად ასრულებენ ურთიერთობას. განსაკუთრებული რისკფაქტორი იმისა რომ საერთოდაც უწყვილოდ დარჩნენ, ჰაერის ნიშნებს შორის მერწყულს გააჩნია. მერწყული თავისუფლების უზომოდ მოყვარული ნიშანია, ამასთან ერთად მას მოვალებები და პასუხისმგებლობაც აშინებს. შესაბამისად ოჯახს გვიან ან საერთოდ არ ქმნის. ხშირად ვხვდებით ამ ადამიანებში ე.წ „სამოქალაქო ქორწინებებს“.

კომენტარები

სხვა სიახლეები