როგორი მოსწონხართ თქვენს მამაკაცს

ქალების უმრავლესობას მიაჩნია რომ მამაკაცებს თვალებით უყვართ, შესაბამისად დიდ ყურადღებას აქცევენ იმას თუ როგორ გამოიყურება მათი მეორე ნახევარი. დიახ, ეს ასე გახლვთ თუმცა ინფორმაცია ნაწილობრივ შეესაბამება სიმართლეს და არა მთლიანად. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, მამაკაცებს სხვადასხვა კრიტერიუმი გააჩნიათ საიმისოდ თუ როგორი ქალი სურთ ჰყავდეთ პარტნიორად. ზოგიერთის შემთხვევაში კი მერწმუნეთ ვიზუალურ მონაცემებს მეორე ან მეათეხარისხოვანი როლიც შეიძლება ეკავოს.

ასე მაგალითად ვერძს, ტყუპს და მერწყულს ქალის ვიზუალურ იმიჯზე მეტად მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები აინტერესებს. ამ მამაკაცებისთვის მნიშვნელოვანია ისიც თუ რამდენად შეუძლია ქალს მეგობრობა და თანამოაზრეობა საქმეში.

თევზები და კირჩხიბი ქალის ემოციურ ბუნებას და მამაკაცზე ზრუნვის უნარს აქცევს ყურადღებას. ასეთ მამაკაცს ქალისგაან მაქსიმალური მორალური მხარდაჭერა და სულიერი კავშირი სჭირდება.

მორიელი და კურო ქალის სექსუალურ პოტენციალს ანიჭებს დიდ მნიშვნელობას. ასეთი მამაკაცისთვის ცოლი კარგი საყვარელი უნდა იყოს საძინებელში, სამზარეულოში კი ჩინებული კულინარი. სექსის და საკვების თემა ასეთი მამრებისთვის უმნიშვნელოვანესია.

ლომი, სასწორი და თხის რქა ქალის ვიზუალურ იმიჯთან ერთად, ამ უკანასკნელის პროფესიულ შესაძლებლობებს და საზოგადოებაში ავტორიტეტის კოეფიციენტსაც აკვირდება. ამიტომ თუ გსურთ ამგავრი მამაკაცი შეინარჩუნოთ, მოგიწევთ მუდამ იყოთ მოწოდების სიმაღლეზე.

მშვილდოსანი და ქალწული
ქალში მეგობარს ან კარგ კომპანიონს დაეძებს. ამასთან ერთად, ორივე აქცევს დიდ ყურადღებას იმას თუ როგორ გამოიყურება ვიზუალურად მათი რჩეული. თუმცა თუკი მეგობრული, კონტაქტური ხასიათით და იუმორის გრძნობით გამოირჩევით შესაძლოა თქვენმა მამაკაცმა ამაზე გააკეთოს აპელირება.

კომენტარები

სხვა სიახლეები