როკ-ენ-როლის დიდების ამერიკული დარბაზის სიას Deep Purple, Chicago და Cheap Trick დაემატა

როკ-ენ-როლის დიდების ამერიკული დარბაზის სიას ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი Deep Purple, ამერიკული ჯგუფები Chicago, Cheap Trick, N.W.A და ბლიუზ გიტარისტი სტივ მილერი დაემატნენ. როკ-ენ-როლის მუზეუმი და როკ-ენ როლის დარბაზი 31-ჯერ იმ არტისტების დამსახურებებს აღნიშნავს, რომლებიც ამ მუსიკალური მიმდინარეობის ევოლუციაში, განვითარებაში და დამკვიდრებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფი Deep Purple 1968 წელს შეიქმნა, მისი შემადგენლობა ხშირად იცვლებოდა და 40 წლიანი არსებობის მანძილზე ჯგუფში საერთო ჯამში 14 წევრი უკრავდა. ჯგუფი Cheap Trick 1973 წელს შეიქმნა, პირველი ალბომი „Cheap Trick“ კი მუსიკოსებმა მსმენელს 1977 წელს წარუდგინეს. ტელეარხ VH1 ვერსიით „100 უდიდესი ჰარდ-როკის შემსრულებლების“ სიაში კოლექტივმა 25-ე ადგილი დაიკავა.
ჯგუფი Chicago კი სცენაზე მაყურებელმა პირველად 1967 წელს იხილა. მარტო აშშ-ში ამ ჯგუფის 40 მილიონი ჩანაწერი გაიყიდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები