როიალი თოდუას კლინიკის ფოიეში-ეკა ხოფერია ვიდეოს აქვეყნებს

ჟურნალისტი, ეკა ხოფერია თოდუას კლინიკიდან ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, თუ როგორ უკრავენ კლინიკის ფოიეში როიალზე:
“ის, რომ კლინიკაში როიალზე უკრავდნენ ჯერ ფრიდონ თოდუას დროს ვიცოდი, მან თავად მომიყვა თუ არ ვცდები. მაშინ მომერიდა მეკითხა, კლინიკა და როიალი.?….ეს როგორ.
იცით, რომ “თოდუას კლინიკა” ჩემთვის მართლაც საქართველოში #1 კლინიკაა. ბევრჯერ ვყოფილვარ გადაღებაზე, ზოგჯერ როგორც პაციენტიც.
დღეს ახლობელ ადამიანს მივყევი და ვეცადე კარგად დავმალულიყავი, გიორგის ან მის გუნდის წევრს არ დავენახე და არ შემეწუხებინა.
მოკლედ, აი ვდგავარ ამ ფოიეში, სადაც მართლა საათის მექანიზმივით მუშაობს სისტემა, მაგრამ რაღაც მომენტში ცოტათი დავსევდიანდი: ადამიანები აქ თავისი გასაჭირით მოდიან. აი , ოდნავ წამიღო სევდამ და უცებ მუსიკა მომესმა. ნელნელა გააქრო ეს სევდიანი განწყობა და სრულიად სხვაგან წამიყვანა, მეც და ბევრი პაციენტი თუ მათი ახლობელი.
ჰოდა, მართალი იყო ის ადამიანი💜 თოდუას კლინიკა • Todua Clinic Giorgi Diasamidze Natalia Darchiashvili ( ჩათვალეთ, რომ დღეს ჩემი სახით მეგობარი “შემმოწმებელი” გყავდათ, კარგად მუშაობს გუნდი, ძალიან კარგად! 💜)”წერს ეკა ხოფერია.

კომენტარები

სხვა სიახლეები