„როდის წარადგენთ პირველ ლედის?“ – შეკითხვა ვლადიმერ პუტინს (ვიდეო)

 

ერთ-ერთი შეკითხვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „პირდაპირი ხაზის“ დროს დაუსვეს, მის პირად ცხოვრებას ეხება. „ლიუდმილა ალექსანდროვნა გათხოვდა. თქვენ როდის წარმოგვიდგენთ ქვეყნის პირველ ლედის?“, – იკითხა რუსეთის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი პასუხს გაექცა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტს ან დეპუტატებს, პირველ რიგში, იმისთვის ირჩევენ, რომ „იმუშაონ“.
„საჭიროა თუ არა პირველ პლანზე იმ საკითხების გამოტანა, რასაც ახლა შეეხეთ, გულწრფელად გეტყვით, – არ ვიცი, როგორ იმოქმედებდა ეს კურსის ცვლილებაზე ან ნავთობის ფასებზე“, – იხუმრა პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, პუტინმა აღნიშნა, რომ მის ყოფილ მეუღლეს და თავად მასაც ყველაფერი კარგად აქვთ. „ჩვენ ხანდახან ვხვდებით ერთმანეთს. კარგი ურთიერთობები გვაქვს, შესაძლოა, იმაზე უკეთესიც, ვიდრე ადრე“, – ღიმილით აღნიშნა პუტინმა.
შემდეგ ქვეყნის მმართველმა პირველი ლედის შესახებ შეკითხვას დაუბრუნდა და თქვა: „შესაძლოა, ოდესმე თქვენს ცნობისმოყვარეობას დავაკმაყოფილებ“.

კომენტარები

სხვა სიახლეები