„როდესაც შენი მოსისხლე მტერი ხალიჩაა“ (ვიდეო)

სოციალურ ქსელებში სახალისო ვიდეო გავრცელდა,  რომელიც ბოლო დღეებში განსაკუთებული პოპულარობით სარგებლობს. კადრებში მინსკში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი ჩანს, რომელმაც ეზოში ხალიჩა გამოტანა და ნამდვილი ასპარეზობა გამართა.
„მამაკაცი  საბრძოლო ხელოვნების ილეთების გამოყენებით, მთელი მონდომებით ცდილობს  ძლიერი მეტოქე  დაამარცხოს“, – ხუმრობენ სოციალურ ქსელში.
ამ სცენის მთავარ გმირს ვიდეო, მეზობელმა გადაუღო და YouTube-ზე შემდეგი სათაურით ატვირთა: „როდესაც შენი მოსისხლე მტერი ხალიჩაა“.
რგოლი ქსელში 450 ათასზე მეტმა მომხმარებელმა უკვე მოიწონა.

კომენტარები

სხვა სიახლეები