როგორ უნდა შეხვდეს შობას მართლმადიდებელი და რა ლოცვა უნდა წაიკითხოს მან

შობის ღამე ყოველთვის განსაკუთრებულ სიხარულსა და სასოებას უნერგავს ადამიანებს, რადგანაც ის ყველანაირი სიკეთის საწყისია. ამიტომაც არის, რომ უფლის შობის დღესასწაულს მართლმადიდებლები გამორჩეულად ზეიმობენ.

„მისი უწმინდესობის მიერ ჩვეულებად ქცეული ლამაზი რიტუალი, იმას მიანიშნებს, რომ მორწმუნეები მიდგომილ ღვთისმშობელს საკუთარ ბინაში იხმობენ, მხოლოდ შობილი ძის განსახორციელებლად. სარკმელთან ანთებული სანთელი მაცხოვრის შობასთან ერთად ღამის წყვდიადის გაფანტვას განასახიერებს. სანთლის დანთების შემდეგ, წაიკითხეთ – შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება შენდა! ამ ლოცვის წაკითხვა მოუსვენარ სიხარულს გაზიარებს“, – აღნიშნა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი პეტრე კვარაცხელიამ.

წყარო: ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები