როგორ პასუხობს ყოფილ ქმარს სოფო ბედია

გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან სოფო ბედიასთან, რომელიც „პრაიმტაიმში“ დაიბეჭდა.
– სოფო, ბოლო დროს პრესაში შენი ყოფილი მეუღლის ინტერვიუ გაჩნდა სათაურით, – „სოფო ბედია მოსაშორებელი იყო და ღმერთმა მომაშორა“… ამ ხნის განმავლობაში მიშა ჩუმად იყო. როგორ გგონია, რატომ მოგიხსენიებს დღეს ასე?
– ამ თემაზე კომენტარიც გაკეთებაც კი არ მინდა. ყველაფერი მის ნამუსზე იყოს.
– ურთუერთობა არ გაქვთ?
– არანაირი. უკვე სამი წელია ერთმანეთს არც შევხვედრივართ. ნიკუშაც  ბებიების დახმარებით ურთიერთიობს მამასთან.  ღმერთმა კარგად ამყოფოს იმიტომ რომ ჩემი შვილის მამაა. ყველაფერს კარგს ვუსურვებ.
– მიშა მესხი როგორ შეხვდა მის ამ ინტერვიუს?
– არის რაღაცეები რაც არ არის სასიამოვნო. ვის ესიამოვნებოდა, მაგრამ არ დავეშვებით არავის დონეზე. ყველას თავისი სიმართლით, თავისი ცხოვრებით გაუმარჯოს. მე ბედნიერი ვარ, რომ ხინჯი არ მაქვს გულში და სწორი გადაწყვეტილება მივიღე. რაც დრო გადის, ამაში კიდევ უფრო ვრწმუნდები.

წყარო:http://primetimenews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები