როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები ოჯახური კონფლიქტის დროს

ოჯახურ ცხოვრებაში ნებისმიერი ადამიანი ინდივიდურად ავლენს თავს. ამიტომ რთულია, წინასწარ განსაზღვრო სასიყვარულო ურთიერთობისას, თუ როგორ მოიქცევა თქვენი პოტენციური პარტნიორი, როცა უკვე მეუღლეები იქნებით. თუმცა, ასტროლოგებს ამ საკითხზეც აქვთ ობიექტური პასუხები.

ვერძი ოჯახური კონფლიქტისას იმპულსურია. ყველაფერს მოგახლით, რასაც ფიქრობს, მერე დამშვიდდება და შეგირიგდებათ.

კურო ოჯახური კონფლიქტის დროს მაქსიმალურად ითმენს და იმედოვნებს, რომ ყველაფერი თავისით მოგვარდება. თუმცა, თუ ის სერიოზულად გაბრაზდა, წერტილს სამუდამოდ დასვამს.

ტყუპი ოჯახური კონფლიქტისას შეეცდება, გაექცეს სიტუაციას და გული რამეს გადააყოლოს. სამაგიეროდ, როცა დაბრუნდება, წყენის მიზეზი აღარც ემახსოვრება.

კირჩხიბი ოჯახური კონფლიქტისას უზომოდ განიცდის სიტუაციას, თუმცა შეუძლია, გაგებუტოთ გარკვეული ვადით და დიდი მცდელობა დაგჭირდებათ მის შემოსარიგებლად.

ლომი ოჯახურ კონფლიქტში არასოდეს დგამს პირველ ნაბიჯს შესარიგებლად. უმეტესად, შეურაცხყოფილი, დუმილს არჩევს და ცივად ეპყრობა მეორე ნახევარს.

ქალწული ოჯახური კონფლიქტისას ენამწარე და სარკასტული ხდება. შეუძლია, წვრილმანი წყენები წამოგაძახოთ.

სასწორი ვერ იტანს კონფლიქტებს, ზოგადად, ამიტომ ოჯახური კონფლიქტისას ძალიან ბევრს ფიქრობს, გამოხატოს თუ არა გაღიზიანება. ხშირად ახასიათებს წყენის “გადაყლაპვა” და დავიწყება.

მორიელი ოჯახური კონფლიქტისას, ხშირ შემთხვევაში,
თავად არის ხოლმე ამ კონფლიქტის მაპროვოცირებელი იმიტომ, რომ ასეთ ადამიანს დაძაბულობისა და ექსტრიმის გარეშე, უბრალოდ, არ შეუძლია ცხოვრება.

მშვილდოსანი ოჯახური კონფლიქტისას დაუნდობლად პირდაპირია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით, ამ დროს სიმართლეს შეესაბამება.

თხის რქა ოჯახური კონფლიქტის დროს მაქსიმალურად მომთმენი და მოზომილი იქნება. მისთვის ოჯახის ინსტიტუტი იმდენად ძვირფასია, რომ შეუძლი, წლების მანძილზე დაფაროს უკმაყოფილება.

მერწყული კონფლიქტურ სიტუაციაში ერთობ არაპროგნოზირებადად იქცევა. ზოგჯერ შეიძლება, თავი აარიდოს ხმაურიან გარჩევას, ხან კი პირიქით – აძალებს პარტნიორს, რომ დასხდნენ და განიხილონ შექმნილი სიტუაცია.

თევზები ოჯახური კონფლიქტისას თავს არიდებენ ღია ომსა და დაპირისპირებას. მათთვის დამახასიათებელი უზომო მოთმინება და, ხშირ შემთხვევაში, მსხვერპლის გაღებაც კი ურთიერთობის გადასარჩენად.

კომენტარები

სხვა სიახლეები