როგორ დასაჯეს ბრიტანელი ტელეწამყვანი ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო

ბრიტანული „სქაი ნიუსის“ სპორტული წამყვანი ქრისტი გალაჰერი, სასამართლოს მიერ დაკისრებული სავალდებულო სამუშაოს შესრულებისას ჟურნალისტებმა დააფიქსირეს. მას კვირაში რამდენიმე საათი, საქველმოქმედო მაღაზიაში, მეორადი ტანსაცმლის გასუფთავება უსასყიდლოდ უწევს.
ცოტა ხნის წინ, ინგლისის ქალაქ ითონში, ბრიტანეთში პოპულარული, 41 წლის წამყვანი პოლიციამ ავტომობილის მართვისას გააჩერა. პოლიციის თანამშრომელმა ალკოჰოლის სუნი იგრძნო და მისი გადამოწმება გადაწყვიტა. შემოწმებისას დადგინდა, რომ გალაჰერი საჭეს ალკოჰოლური თრობის ქვეშ მართავდა, მის მიერ მიღებულმა ალკოჰოლის რაოდენობამ დაშვებულ ლიმიტს სამჯერ გადააჭარბა. როგორც აღმოჩნდა, ის სკოლიდან შვილების გამოსაყვანად მიდიოდა. ქალი სასამართლომ შემდეგნაირად დასაჯა: მას 100 საათი საქველმოქმედო სამუშაოების უსასყიდლოდ შესრულება დაევალა და 2 წლით მართვის მოწმობა ჩამოერთვა.

კომენტარები

სხვა სიახლეები