როგორ გამოიყურება დღეს 5-თვიანი ბავშვი, რომელიც 680 გრამს იწონიდა (ვიდეო)

დღეისთვის ტექნოლოგია ისეა განვითარებული, რომ პატარები, რომელიც 1 ან 2 თვით ადრე იბადებიან მათ ათავსებენ ინკუპატორში, სადაც ხდება მათი 9 თვემდე გაზრდა. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ბავშვი არა 1 ან 2 თვით ადრე იბადება, არამედ უფრო მეტით. სწორედ ასეთი რამ გადახდა ლინდსი მაილსაც. მისი პატარა სულ რაღაც 25 კვირის იყო, როდესაც ქვეყანას მოევლინა. მისი წონა 680 გრამი იყო. ცხოვრების პირველი 107 დღე პატარამ რეანიმაციაში გაატარა.
ნაადრევად დაბადებული პატარას მამა ფოტოგრაფია და მან გადაწყვიტა, რომ შვილის დაბადებიდან ყოველი წუთი ვიდეოზე აღეწერა. დედამ შვილის ნახვა მხოლოდ დაბადებიდან მე-4 დღეს შეძლო. რაც ვიდეოს პირველივე კადრებშია წარმოდგენილი.
ვიდეო, რომელიც მამამ გადაიღო ამაღელვებელი და ამასთანავე შესანიშნავი მაგალითია იმისა, რომ სიყვარული და რწმენა საუკეთესო გამოსავალია ! ამ პატარას მშობლებმა შვილისთვის იბრძოლეს და შედეგსაც მიაღწიეს!
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

წყარო: http://oxotv.com

კომენტარები

სხვა სიახლეები