როგორ ამოვიცნოთ რუსი ქალი პლაჟზე

ზაფხულში მილიონობით ადამიანი მიეშურება ზღვაზე, რომ დაისვენოს რუტინული სამსახურისგან, ქალაქის ხმაურისგან და ზედმეტი ტანსაცმლისგან. თუმცა როგორც არ უნდა გავიხადოთ, ქცევები მაინც იძლევა პასუხს იმაზე, თუ რომელი ქალაქიდან თუ ქვეყნიდან ხარ. გერმანულმა გამოცემა Die Welt- მა გაარკვია, თუ როგორ იმალება მენტალური თვისებები ქალის საცურაო კოსტუმში.

გერმანელი
არ უყვარს ექსპერიმენტები, უპირატესობას ანიჭებს დასვენების ისეთ ადგილს, რომელიც გამოცდილი აქვს და ყოველთვის იმ ადგილზე წვება რუჯის მისაღებად, სადაც წინა დღეს.
გერმანელი იშვიათად ზის დიეტაზე, ამიტომ ხშირად არის სტრესის ქვეშ და ფიქრობს, რა ჩაიცვას. პრობლემებს ბალახონის და მუხლამდე შორტების შიგნით მალავს. მისი მთავარი აქსესუარი  მზისგან დამცავი კრემია.

რუსიპლაჟზე გასარუჯად კი არა, იმისთვის მიდის, რომ დაინახონ და შეამჩნიონ. მსახური დაყვება, რომ ქოლგა დაუდგას, სადაც წამოწვება. რუსი ქალები რაც შეიძლება მცირედ იმოსავენ სხეულს. სხეულის ყოველი მონაკვეთი კარგად უნდა იყოს გამოკვეთილი. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ძალიან მოკლე კაბა და პიკანტური ბიკინია მათ ასორტიმენტში. პლუს ძვირფასი ბრენდის პატარა ხელჩანთა.

ბრიტანელი

გალანტური უხეშობის და პლაჟის ლამაზმანის ნაზავი. ინგლისელი უპირატესობას ყოველთვის ინდივიდუალურობას ანიჭებს და ამიტომ დეტალებს დიდ ყურადღებას უთმობს.

ხალხისგან მას ყველაზე მოკლე კაბა, მოტკეცილი ჯინსები და ღრმა ტოპი გამოარჩევს. აგრეთვე გიგანტური მზის სათვალეები.

ფრანგი

ცოტათი რომანტიკული, ცოტათი ამპარტავანი და სტაბილურად ცივი. ფრანგი თავის გარეგნობით და ქცევით ცდილობს დაგანახოს, რომ მხოლოდ საკუთარი თავითაა დაინტერესებული და მასთან კონტაქტზი უადგილო იქნება. ყველაზე დიდ სიამოვნებას ის წითელი ღვინისგან იღებს. პლაჟზეც კი უარს არ ამბობს ბოჰემურ ვიზუალზე, რადგან თავს ისე გრძნობს, როგორც პოდიუმზე. აქსესუარებში აუცილებლად არის რაიმე შანელის წარმოების.

წყარო: http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები