როგორი სტრიპტიზი გამოსდის „სამეფო კარის თამაშების“ ჯონ სნოუს (ვიდეო)

გასულ უქმეებზე, კიტ ჰარინგტონის თაყვანისმცემლების გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა. „სამეფო კარის თამაშების“ განთქმული „ჯონ სნოუ“ წვერის, ხვეული თმისა და, რაც მთავარია, სამოსის გარეშე გამოჩნდა. სატელევიზიო შოუში მან, არც მეტი არც ნაკლები, სტრიპტიზი შეასრულა, თანაც – ძალიან სასაცილო.
32 წლის მსახიობმა მონაწილეობა მიიღო შოუში „Saturday Night Live“. ამ გადაცემის ფარგლებში, ის მაყურებლის წინაშე სტრიპტიზიორი მამაკაცის როლში წარდგა.
„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავმა ალისფერი კაბა, შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და მარაო მოირგო. თუმცა, ამ როლშიც ის საკმაოდ მამაკაცურად და თავდაჯერებულად გრძნობდა თავს და ნამდვილად გააცინა მაყურებელი.

კომენტარები

სხვა სიახლეები