როგორია გიორგი ხუციშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა – მომღერალი მძიმე სენს ებრძვის

მომღერალ გიო ხუციშვილის შვილი ზუკა, მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჟურნალ “სარკეს” ესაუბრა.
_ გიო მძიმე სენს ებრძვის. ამას არც ვახსენებდი თქვენთან, თავად რომ არ საუბრობდეს ხმამაღლა და გულწრფელად ამ თემაზე. მთელი ოჯახისთვის მძიმე იქნებოდა ამ დიაგნოზის გაგება.
_ ძალიან რთული და ბუნდოვანია ეს ყველაფერი. ყველა ადამიანი თავისებურად ებრძვის ამ სენს. ამ ეტაპზე ჩვენთვის მთავარია ერთიანობა. ჩვენ, ყველანი გიოს გვერდით, დიდი იმედით და შემართებით ვართ. არ მინდა წარმოვიდგინო ან დავუშვა ის მომენტი, რომ რამე ცუდი შესაძლოა მოხდეს, არა! ამაზე ფიქრი არ მინდა. მთავარია, ბოლომდე მის გვერდით ვართ და მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებით, ბედნიერად.
_ როგორც ვიცი, ისრაელში გადის მკურნალობის კურსს. რას ამბობენ ექიმები?
_ დიახ, ისრაელში გადის მკურნალობას, დედაჩემიც იქაა. ვერ გეტყვით რას ამბობენ ექიმები, მიმდინარეობს მკურნალობა. ყველაფერი იქნება კარგად.

წყარო: სარკე

კომენტარები

სხვა სიახლეები