რობი უილიამსმა არ იცოდა, როგორ გამოიყურებოდა კიტრი

რობი უილიამსმა არ იცოდა, როგორ გამოიყურებოდა დაუჭრელი კიტრი. ამის შესახებ მუსიკოსის მეუღლემ – ამერიკელმა მსახიობმა აიდა ფილდმა ერთ-ერთი პოპულარული ტელეშოუს ეთერში განაცხადა.
„როდესაც მაცივრიდან ბოსტნეული ამოვიღე, ერთ-ერთმა მათგანმა რობი გააოცა. „ეს რა არის?“ – იკითხა რობიმ. ჩემი მეუღლე მიჩვეულია დაჭრილი ბოსტნეულის ნახვას“, – სიცილით განაცხადა აიდამ. მან ასევე აღნიშნა, რომ საყოფაცხოვრებო საკითხებში რობი უმწეო ბავშვივითაა.
„მას ნათურის გამოცვლაც არ შეუძლია. რობი 15 წლის ასაკში გახდა პოპულარული. ამ დროს ის მხოლოდ მუსიკით იყო გატაცებული. ამიტომ ბევრი რამ საყოფაცხოვრებო საკითხებში მან არ იცის“, – აღნიშნა მუსიკოსის მეუღლემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები