რიანა “SAVAGE X FENTY”-ის ფოტოსესიაში $2-მილიონიანი სამკაულებით გამოჩნდა

პოპულარულმა მომღერალმა, რიანამ ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით ბრენდის “Savage X Fenty”-ის ახალი კოლექცია გამოუშვა.

32 წლის მომღერალმა სარეკლამო კამპანიაშიც თავად მიიღო მონაწილეობა. ფოტოებში ის წითელი ფერის თეთრეულით არის აღბეჭდილი, რომელსაც Hammerman Jewels-ისა და Lang Antique & Estate Jewelry-ის ძვირადღირებული სამკაულები შეუხამა.

ფოტოსესიისთვის Hammerman Jewels-ის ლალის თვლებით გაფორმებული ორი ბრილიანტის ყელსაბამი შეირჩა. მათი ღირებულება ჯამში 2 მილიონი აშშ დოლარია. ამასთან, მომღერალს Lang Antique & Estate Jewelry-ს ვინტაჟური ბეჭდები და სამაჯურები ამშვენებს, რომელთა ფასიც მთლიანობაში $130 000-ს აღწევს. რაც შეეხება ქალის თეთრეულს, მისი ღირებულება 22-დან 129 დოლარამდე მერყეობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები