რა წავიკითხოთ შვებულებისას?! ტოპ-10 წიგნი სიყვარულზე

გადატვირთული სამუშაო წლის განმავლობაში, სამსახურისა და ოჯახის საქმეებისგან დაღლილები, ნაკლებად ვახერხებთ წიგნის კითხვას.

სამაგიეროდ, შვებულებაა ის დრო, როდესაც ამ დანაკლისის ანაზღაურება შეგვიძლია. ამ დროს წასაკითხი წიგნები კი, ბუნებრივია, მსუბუქი, რომანტიკული, მაგრამ არა მარტივი უნდა იყოს. გთავაზობთ 10 წიგნს ურთიერთობებზე, რომლებიც ამ ზაფხულს თან უნდა გაიყოლოთ აგარაკზე. თუკი ეს წიგნები ჯერ არ მოიძებნება თქვენს ბიბლიოთეკაში, გირჩევთ, “ბიბლუსის” მაღაზიათა ქსელში შეიაროთ და საზაფხულო 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოთ.

1. ელიფ შაფაქი – ”სიყვარულის ორმოცი წესი”


თურქი მწერლის, ელიფ შაფაქის რომანი “სიყვარულის ორმოცი წესი” თანამედროვე ამერიკელი ქალის ერთფეროვანი ცხოვრების შესახებ თხრობით იწყება. ელა ლიტერატურულ სააგენტოში იწყებს მუშაობას და უცნობი მწერლის, აზიზ ზაჰარას ხელნაწერის წაკითხვა უწევს. წიგნის პერსონაჟს, მოხეტიალე დავრიშს აყოლილი ელა ავტორითაც ინტერესდება და აზიზთან მისთვის მოულოდნელ, ვირტუალურ ურთიერთობას აბამს.

ასე რომ, ელიფ შაფაქი საკუთარ მკითხველს ორ, სივრცესა და დროში განსხვავებულ სამყაროს სთავაზობს – ერთი მხრივ, თვალს ვადევნებთ ამერიკელ დიასახლისს თავისი პრობლემებით, წესებით, რუტინით, ქმრის ღალატის ატანით. რომანის განმავლობაში ელა ნელ-ნელა ხვდება, რომ ქმრის მიმართ გრძნობები არ აქვს და მთლიანად ერთფეროვნებაშია ჩაფლული.

ამის პარალელურად კი, უცნობი ავტორი უყვარდება. რომანის ბოლოს არაფრით გამორჩეული, წესრიგისმოყვარული ელასგან გამბედავ, ძლიერ და დამოუკიდებელ ელას ვიღებთ. მეორე მხრივ კი, თან დავყვებით მოხეტიალე დავრიშს, შამს თებრიზს.

2. ჯონ ფაულზი – ”კოლექციონერი”

ახალგაზრდა კლერკი ფრედერიკ კლეგი, რომელიც პეპლების ჭერითაა გატაცებული, ტოტალიზატორში დიდძალ თანხას იგებს, ყიდულობს მიტოვებულ ძველ სახლს და თავისი ოცნების ასრულებას იწყებს. ოცნების საგანი კი ახალგაზრდა მხატვარი მირანდა გრეია, რომელსაც იგი იტაცებს და სახლის ღრმა სარდაფში ამწყვდევს. რომანი სწორედ ამ ტყვეობას აღწერს, ჯერ გამტაცებლის, შემდეგ კი მსხვერპლის თვალით დანახულს.

3. ვლადიმირ ნაბოკოვი – ”ლოლიტა”

,,რომანი თეთრკანიანი ქვრივი მამაკაცის აღსარება” – ასე უწოდებს თავად მწერალი რომანს, რომელიც ერთი შეხედვით მოწიფული მამაკაცისა და თორმეტი წლის გოგონას საბედისწერო, წინააღმდეგობრივი სიყვარულის ამბავია, მაგრამ სასიყვარულო ისტორიის მიღმა დახვეწილი ევროპისა და ომისშემდგომი “ჭკუამხიარული” ამერიკის შეჯახებაა დახატული.

4. ე.ლ. ჯეიმზი – ”გრეის 50 ელფერი”

ლიტერატურათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი ანა სტილი ახალგაზრდა მეწარმესთან, კრისტიან გრეისთან ინტერვიუს ჩამოსართმევად მიდის და მომხიბლავ, მიმზიდველ და ამავდროულად, სახიფათო მამაკაცს ხვდება. გამოუცდელი და უბიწო ანა აღმოაჩენს, რომ გრეისკენ აქამდე უცხო და ძლიერი ლტოლვა იზიდავს. კრისტიან გრეის გაფრთხილება, მისგან თავი შორს დაიჭიროს, ანას ამ სურვილს კიდევ უფრო უძლიერებს.

5. გეილ ფორმანი – ”თუ დავრჩები”

მია ფიქრობდა, რომ ადრე რთული არჩევანის წინაშე იდგა: დარჩენილიყო მუსიკასთან თუ მის გამო მეგობარი ბიჭი, ოჯახი და მეგობრები მიეტოვებინა. თებერვლის ერთ დილას მია ოჯახთან ერთად მანქანით გაემგზავრა, ავარიაში მოყვა და ყველაფერი შეიცვალა. ერთის გარდა, ყველა არჩევანი წარსულს ჩაბარდა და მხოლოდ ეს ერთი იყო მნიშვნელოვანი. რა მოხდება, თუ მია იცოცხლებს, თუ ეყვარება, თუ დარჩება? ეს შესანიშნავი, ტკივილით სავსე, რომანტიკული და ბოლოს მაინც იმედიანი რომანი

სიყვარულზე, დანაკარგსა და სიმამაცეზეა, რომელმაც მიას სწორი გადაწყვეტილება მიაღებინა და თანაც მაშინ, როცა ყველაფერი მის ხელში იყო.

6. გეილ ფორმანი – ”სად წავიდა”

“სად წავიდა” გაგრძელებაა რომანისა “თუ დავრჩები”. ეს ამბავი 3 წლის წინ დაიწყო… ისინი ახლა სხვადასხვა მხარეს არიან: მია “ჯულიარდის” ამომავალი ვარსკვლავია, ადამი კი ლოს-ანჯელესის ტაბლოიდების სამიზნე გამხდარა როკ-ვარსკვლავის სტატუსისა და ცნობილი მეგობარი გოგონას წყალობით. ბედნიერმა შემთხვევამ ნიუ-იორკში ისინი კვლავ შეახვედრა ერთმანეთს…

7. ელიზაბეტ ჯილბერტი – ”ჭამე, ილოცე, შეიყვარე”

“ჭამე, ილოცე, შეიყვარე” ავტობიოგრაფიული რომანია. ელიზაბეტი მტკიცედ გადაწყვეტს, იპოვოს ის, რაც აქამდე ესოდენ აკლდა. ამდენად, ის იწყებს ძიებას…

რომში ის თავს ნებაზე მიუშვებს, ინდოეთში კი სულის განწმენდას ჰპოვებს… საბოლოოდ კუნძულ ბალიზე მცხოვრები ექიმბაში ახალ გზას დაანახვებს სიმშვიდისკენ და კვლავ გაუღვივებს სიყვარულის სურვილს.

8. ჯონ გრინი – ”ალასკას ძიება”

მაილზ ჰოლტერი უიღბლო თინეიჯერია უცნაური ჰობით – ცნობილი ადამიანების უკანასკნელ სიტყვებს სწავლობს. ფრანსუა რაბლეს სიტყვებით შთაგონებული მაილზი გადაწყვეტს, ეძიოს “დიადი შესაძლოა” და სასწავლებლად მშობლებისგან მოშორებით, “კალვერ კრიკში” გაემგზავრება.

ახალი მეგობრები – ალასკა იანგი, ჩიპ მარტინი და ტაკუმი ჰიკოჰიტო ბიჭის ცხოვრებას სრულიად ცვლიან. მომხიბვლელი, სიცოცხლით სავსე, უშიშარი, რისკიანი ალასკა ყველა სახიფათო წამოწყების სული და გულია. მაილზ ჰოლტერს გოგონა უყვარდება, შემდეგ კი…

9. ნაირა გელაშვილი – ”ამბრნი , უმბრნი და არაბნი

სიყვარული რომ ამოუხსნელი საიდუმლოა – ამაზეა ეს წიგნი. საიდუმლოსგან გაძარცული ცხოვრება მხოლოდ მოჩვენებითად რომ არის ცხოვრება – ამასაც ეს წიგნი შეგვახსენებს.

10. ფრანსუაზ საგანი – ”მფარველი ანგელოზი”

ყველაფერი მაშინ იწყება,როდესაც დოროთი და მისი საყვარელი მანქანით გაიტანენ ახალგაზრდა ლუისს… დოროთის ეს ახალგაზრდა ბიჭი სახლში მიჰყავს მოსავლელად… აი მაშინ კი ლუისს უყვარდება დოროთი და ყველაფერზეა წამსვლელი, რომ იგი ბედნიერი იყოს…

 

წყარო: www.marao.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები