რა მოხდა „ჩემი ცოლის დაქალებში“ – „არავის მივცემთ უფლებას, რომ თინა მახარაძე ჩათვალოს ადამიანად, რომელსაც სისულელეს აბრალებენ“

წინა კვირას გურანდა გაბუნიას გამოჩენამ „სხვა რაკურსში“ ხმაური გამოიწვია.

მსახიობმა ეთერში განაცხადა, რომ სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ თინა მახარაძის გამო დატოვა, რომ არ მოსწონს გოგონები, რომლებიც ანკას მსგავსად ბილწსიტყვაობენ.

ქეთი დევდარიანი:
– არავითარი კომენტარი მაგ სისულელეზე. გურანდას ნათქვამზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.

მიშა მშვილდაძე:
– მიშა, რა მოხდა რეალურად, რატომ წავიდა ქალბატონი გურანდა სერიალიდან?
– ჩვეულებრივი ამბავია, ამოიწურა პერსონაჟი და იქ დამთავრდა ამბავი. ვინ რას განიცდიდა მთელი ამ დროის განმავლობაში და ვინ რა განცხადებებს აკეთებს, ხუთი წლის მერე, სისულელეა.
– ანუ ეს სერიალის პროდიუსერის გადაწყვეტილება იყო და არა გურანდა გაბუნიას სურვილი, რომ სერიალი დაეტოვებინა?
– მე ასე ვიცი და თუ გურანდა გაბუნიასაც პარალელურ რეჟიმში ერთი სული ჰქონდა როდის წავიდოდა სერიალიდან, საოცარ დამთხვევასთან გვაქვს საქმე. გამოდის, ყველა ბედნიერი უნდა იყოს.
– მსახიობის ფრაზა, „მივედი მათთან და ვუთხარი, რომ სერიალიდან მივდივარ“, ტყუილია?
– ყველა სერიის გადაღების წინ და შემდეგ, რომელშიც გურანდა მონაწილეობდა, იყო მსგავსი საუბრები. რომ აღარ შემიძლია, ვიღლები, აღარ მინდა.ზოგადად, დამსახურებულ არტისტებს ახასიათებთ სპეკულირება იმით, რომ მათთან მუშაობის ბედნიერება არ არის ისეთი ხელმისაწვდომი, როგორიც შეიძლება ვინმეს ეგონოს.
– ესეიგი არანაირი კონფლიქტი ამ ორ მსახიობს შორის გადასაღებ მოედანზე არ ყოფილა?
– არა, რა თქმა უნდა. არავის მივცემთ უფლებას, რომ თინა მახარაძე ჩათვალოს ადამიანად, რომელსაც სისულელეს აბრალებენ. თავისთავად ის მიზეზი, რომ რომელიღაც მსახიობი, რომელიმე პერსონაჟის ქცევას ვერ იტანდა, სიგიჟეა. მიჭირს გააზრება და ამ ემოციის საკუთარ თავში დატევა.

ნინო მჭედლიშვილი

„პრაიმ ტაიმი“

კომენტარები

სხვა სიახლეები