რა ელის პოლიციის 18 ოფიცერს, რომლებიც საბავშვო ატრაქციონზე დააფიქსირეს

ინგლისის ქალაქ ჰამბერსაიდის პოლიციის უფროსს, მისი თანამშრომლების საქციელის გამო, საზოგადოებისთვის ახსნა-განმარტებების მიცემა მოუწია.
უნიფორმებში შემოსილი პოლიციელები, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს, საბავშვო მანქანების ატრაქციონზე გართობისას გადაიღეს.
ფოტოები სოციალურ ქსელში და ბრიტანულ მედიაში გავრცელდა, რამაც საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
საზოგადოების ნაწილი სამსახურიდან მათ გათავისუფლებას ითხოვდა. გავრცელებულ ფოტოებზე 18 ოფიცერია გადაღებული, რომლებიც სადღესასწაულო ბაზრობაზე წესრიგის დასამყარებლად იყვნენ მივლენილნი, იმ კონკრეტულ მომენტში კი საბავშვო მანქანებით კატაობდნენ.
ადგილობრივი პოლიციის უფროსმა საჯარო განცხადება გააკეთა და იმაზე ისაუბრა, რომ პოლიციელებმა ერთ კვირის განმავლობაში ოთხი დაკავება განახორციელეს და თავის მოვალეობებს სანიმუშოდ ასრულებენ, ხოლო წუთიერი მხიარულების მომენტი რაიმე კანონდარღვევად არ უნდა ჩაითვალოს.

კომენტარები

სხვა სიახლეები