“რაც ფაიზერის ორი დოზა გავიკეთე ვმღერი კარგად” – ზარი მაესტროს ეთერში (ვიდეო)

მაესტროს ეთერში გადაცემაში “შეკითხვა ექიმს” ერთ-ერთმა ვაქცინირებულმა მაყურებელმა განაცხადა რომ ფაიზერით ვაქცინაციის შემდეგ ხმა დაეხვეწა და კარგად მღერის.

“რაც ფაიზერის ორი დოზა გავიკეთე ვმღერი კარგად, ხმა  მომივიდა და მინდა ყველას მოვუწოდო რომ გაიკეთონ ფაიზერი და მინდა იმღეროს მთელმა საქართველომ” – ამბობს ის.

ნათქვამის სადემონსტრაციოდ მან პირდაპირ ეთერში სიმღერის “რა ლამაზია თუშეთი” შესრულება სცადა, თუმცა ტელეწამყვანმა ირაკლი მაისურაძემ ვაქცინირებულ ქალბატონს სიმღერა შეაწყვეტინა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები