რატომ ამბობს უარს ტომ კრუზი 12 წლის შვილის ნახვაზე

ტომ კრუზს თავისი ქალიშვილი, 12 წლის სური უკვე რამდენიმე წელია არ უნახავს.
სააგენტო UsWeekly-ს წყაროს ინფორმაციით, მას შეუძლია შვილი თვეში 10 დღის განმავლობაში ნახოს, თუმცა ნებაყოფლობით თქვა უარი მასთან შეხვედრებზე. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ სური საენტოლოგიის მიმდევარი არ არის.
საენტოლოგების შინაგანაწესით, მას ეკრძალება შვილის ნახვა, რადგან ის მათ ეკლესიას არ მიეკუთვნება.
კრუზი და მისი მესამე ცოლი კეიტ ჰოლმსი 2012 წელს დაშორდნენ. 2013 წლიდან 56 წლის მსახიობი აღარ გამოჩენილა ქალიშვილთან ერთად საერთო ფოტოებზე. კრუზთან დაახლოებული პირები აცხადებენ, რომ შვილმა არაერთხელ სცადა მამასთან კავშირის დამყარება, თუმცა კრუზი კვლავ არ რეაგირებს მის თხოვნებზე.
როგორც ცნობილია, ვარსკვლავი უკვე რამდენიმე ათწლეული საენტოლოგიის მიმდევარია. ამ მიმდევრობის მთავარი იდეის თანახმად, ადამიანი სულიერი არსებაა, რომელიც არაერთხელ ცხოვრობს. ამ ერთგვარ დახურულ და იდუმალ სექტაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მრავალი ცნობილი, მდიდარი და გავლენიანი ადამიანია გაერთიანებული.​
პირველი ქორწინების დასრულების შემდეგ, რა დროსაც მან საენტოლოგიის სამყარო აღმოაჩინა, კრუზმა ცოლად ნიკოლ კიდმანი მოიყვანა. მათ ორი ბავშვი იშვილეს – კონორი და იზაბელა. როდესაც 2001 წელს წყვილი დაშორდა, ბავშვები მამასთან ერთად დარჩნენ და ისინიც საენტოლოგიის მიმდევრები გახდნენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები