რატი დურგლიშვილმა ოთხი ევროპული ქვეყნიდან ხელნაკეთ საახალწლო ნივთებზე შეკვეთები მიიღო (ფოტო)

რატი დურგიშვილის ხელით ნაკეთმა ნაძვის ხის სათამაშოებმა საზღვრებს გარეთ, რამდენიმე ქვეყანაში ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. რატო მხოლოდ ნატურალუ მასალებზე მუშაობს, მისი სათამაშოები შედარებით ძვირია, მაგრამ რამდენიმე ქვეყნიდან მსხვილი შეკვეთა მიიღო, რომელსაც ოჯახთან ერთად გაართვა თავი, ახლა კი მცირე ქარხნის აწყობაზეც ფიქრობს, რომ ხელნაკეთი სათამაშოები ოჯახურ ბიზნესად აქციოს.
რატი, ჩვენ რომ ვისაუბრეთ ამ თემაზე, მას მერე კიდევ გქონია სიახლე…
როცა ხელნაკეთი სათამაშოების გაკეთება დავიწყე, პირველ რიგში, ქართულ კომპანიებს შევთავაზე. საკმაოდ ადრე შევთავაზე, ახალ წლამდე, მაგრამ როგორც ჩანს, არ დაინტერესდნენ. მერე სოციალურ ქსელში დავდე. გაზიარებებით, ჩემი სამეგობრო წრის საშალებით, ოთხ ქვეყანაზე გავედი, ძალიან სპონტანურად, ლონდონი, მილანი, პრაღა და პარიზი – ამ ქალაქებიდან მომივიდა დაკვეთები, მათ შორის, პრაღიდან ყველაზე დიდი. მთელი წელი მათთან ვიმუშავებ, სხვადასხვა კომპანიასთან და ამა თუ იმ თემაზე შევქმნით ხელნაკეთ ნივთებს. ახლა სააღადგომო ნივთებზე დავიწყე მუშაობა. ასე ხუმრობა-ხუმრობაში გადაიზარდა სერიოზულ საქმეში. გაოგნებული ვარ. ასე უცებ რაღაც გადაწყვიტო, გახვიდე გარკვეულ მასშტაბზე და მომავალი წლისთვისაც მიიღო შეკვეთა, ადვილი არ არის.
ძალიან ლამაზი შეფუთვა გავაკეთეთ, მას აწერია, რომ საქართველოშია დამზადებული. მოკლედ, ამ ჩემმა ჰობიმ ნელ-ნელა ბიზნესის სახე მიიღო. შევიძინეთ აპარატურა, მცირე ქარხანასავით გავაკეთებთ. ეს ბიზნესი ოჯახური ბიზნესად იქცევა. ამ დაკვეთაზე მთელი ჩემი ოჯახი ფეხზე დავაყენე. იცი, თვითონაც როგორი სიამოვნებით მუშაობდნენ? შენ თვალწინ იქმნება ლამაზი ნივთები, შვილივით მიყვარს. გული მწყდება, რომ მიდის საზღვარგარეთ. ძალიან მაინტერესებს, როგორი რეაქცია ექნებათ სტუმრებს, როცა მათ ამ ნივთებს აჩუქებენ. იდეებით ვარ სავსე. მომავალ წელს განსხვავებულ დიზაინს შევთავაზებთ. ჩემს პატარა კომპანიას დავარქვი „რატი“, სათამაშოებს კი ჰქვია „რატი 01“, „რატი 02“ და ა.შ. (იცინის).
წარმოგიდგენია, რომ ეს ბიზნესი შენი ძირითადი შემოსავლის წყაროდ იქცეს?
კი, საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. როგორც აქამდე იპოვა გზა, თუკი ჩემი ნამუშევრები თავად გაიკვალავს თავს, ვფიქრობ, ამ ბიზნესს მართლაც დიდი პოტენციალი ექნება…

წყარო:http://fortuna.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები