რას ყვება მაკა შალიკაშვილი ნათლიაზე

83 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი გივი ბერიკაშვილი. მსახიობები, რეჟისორები, მომღერლები, სრულიად საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ყველასათვის საყვარელი მსახიობის გარდაცვალების გამო.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც გივი ბერიკაშვილის ნათლულმა, ასევე მსახიობმა, მაკა შალიკაშვილმა “პრაიმტამის” განუცხადა:
” ჩემი ნათლია… უმნიშვნელოვანესი ადამიანი… მან და მისმა უკეთილესმა ოჯახმა განსაზღვრა 17 წლის ასაკში ჩემი ბედი. ჩემი უსაყვარლესი ვანო პაპა რომ გარდაიცვალა, პატარები ვიყავით მე და ჩემი და …. მამაომ, უმჯობესია, ამ დროს მოვნათლოთ, ვინც მოუნათლავიაო… ჰოდა, ქაშუეთის ეკლესიაში ჩემმა ალალმა ბიძამ, დეკანოზმა ხვთისომ მოგვნათლა მე და ჩემი და ქეთი, ვანო პაპას გარდაცვალებაზე გივი პაპამ მომნათლა …. მიყვარს ეს სიტყვა – „პაპა ” … მე ვამაყობ, ვამაყობ და მტკივა… ხუთი დღის წინ ვნახეთ მე და ჩემმა გოგონამ, ჩავეხუტეთ… „გუშინ არ იყო გაზაფხულს, მაყარივით რომ ახლდა ?! ირგვლივ სიხარულს აფენდა, სიკეთე ედგა ტახტად, თუმცა თვალს ცრემლი უწვავდა, შხამსაც ირგებდა შაქრად, რამსიგრძე იყო სიცოცხლე და ერთ წამში კი გაქრა “— თამაზ ჭილაძე … უფალმა დაუმკვიდროს სასუფევლი” – აცხადებს მაკა შალიკაშვილი

წყარო:http://primetime.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები