ჟურნალისტი სამსახურიდან არაეთიკური სელფის გამო გაათავისუფლეს (ფოტოკოლაჟი)

ჩინეთის საზოგადოებაში დიდი აღშფოთება გამოიწვია ერთ-ერთი რადიოსადგურის ჟურნალისტის სელფმა, რომლის გამოც, საბოლოოდ ავტორი სამსახურიდან გაუშვეს.
ახალგაზრდა ჟურნალისტმა მასობრივი ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილას, დამტვრეული ავტომანქანების ფონზე, საკმაოდ მხიარული ფოტო გადაიღო. ჟურნალისტი ფოტოზე იღიმის და „მშვიდობის“ აღმნიშვნელი ჟესტით არის დაფიქსირებული.
მის მიერ სოციალურ ქსელში აღნიშნული ფოტოს გავრცელებას იმდენად დიდი ნეგატიური გამოხმაურება მოყვა, რომ რადიოსადგურის ხელმძღვანელობამ ეთიკური მოსაზრებების გამო, ის სამსახურიდან დაითხოვა. სიტუაცია ვერც ჟურნალისტის მიერ საჯარო ბოდიშის მოხდამ გამოასწორა. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მის გულწრფელობაში ეჭვი შეიტანეს.
ავტოკატასტროფა 15 ნოემბერს მოხდა, რამდენიმე ავტომანქანის შეჯახების შედეგად ხანძარი გაჩნდა, დაშავდა 40-მდე ადამიანი. შემთხვევის მიზეზად ნისლი სახელდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები