ჟენევაში ბრილიანტი 48,5 მილიონ დოლარად გაიყიდა

იშვიათი ბრილიანტი „ცისფერი მთვარე“ ჟენევაში, „სოტბის“ აუქციონზე 48,5 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს თანხა ძვირფას ქვაში ჰონგ-კონგის მკვიდრმა გადაიხადა. ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს. ბრილიანტმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა. თუმცა აუქციონის ორგანიზატორები მეტის აღებას გეგმავდნენ, ქვის თავდაპირველი ფასიც 55 მილიონი აშშ დოლარი იყო. ბოლო დღეებში აუქციონებზე სამი რეკორდი დამყარდა. ასე მაგალითად, „კრისტის“ აუქციონზე ოთხშაბათს 16-კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი 28,5 მილიონ დოლარად გაიყიდა. ის ქვაც ჩინეთის მოქალაქემ შეიძინა. ხოლო სამშაბათს, ასევე ჩინელმა, ამედეო მოდილიანის ტილოში „მწოლიარე შიშველი ქალი“ 170 მილიონი დოლარი გადაიხადა.

კომენტარები

სხვა სიახლეები