პუტინისა და ტრამპის ლიტვური კოცნა (ვიდეო)

ვილნიუსში ახალი ღირშესანიშნაობა გამოჩნდა: ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის კოცნის ამსახველი გრაფიტი – ვარიაცია დიმიტრი ვრუბელის ცნობილი ნახატის თემაზე. ბრეჟნევისა და ჰონეკერის ტუჩებში კოცნის გამომსახველი ნახატი მაშინ „პერესტროიკას“ სახე გახდა.
ტრამპის და პუტინის კოცნის გრაფიტი ადგილობრივი რესტორნის ფასადზე გაკეთდა. გვერდით წარწერაა: “Make everything great again“ – „გავაკეთოთ ისე, რომ ყველაფერი კვლავ უდიდესი გახდეს“. ეს არის პაროდია ტრამპის წინასაარჩევნო სლოგანზე – „გადავაქციოთ ამერიკა კვლავ უდიდესად“. ნახატის ავტორია – ლიტველი გრაფიკოსი და დიზაინერი მინდაუგას ბონანუ. მისი თქმით, გრაფიტი მსოფლიოში შექმნილ ვითარებას ასახავს.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=CayI-gFLdlQ[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები