პრინცმა ჰარიმ და მიშელ ობამამ ორლანდოში Invictus Games-ის თამაშები გახსნეს (ფოტო)

ორლანდოს პარკში Disney World თამაშების Invictus Games-ს სადღესასწაულო გახსნა გაიმართა. სპორტული შეჯიბრება უკვე მეორე წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჯარისკაცებისთვის იმართება. წელს პრინცმა ჰარიმ თამაშები თანამოაზრესთან, აშშ-ს პირველ ლედისთან ერთად მოაწყო. მათ ერთად სურთ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმების მქონე ომის ვეტერანების მხარდაჭერა. სცენაზე ემოციური სიტყვის წარმოთქვისას, პრინცმა ჰარიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, როგორი მნიშვნელოვანია მისთვის ეს თამაშები.
„დღეს ლონდონიდან გრძელი გზა გავიარე, მაგრამ ახლა, როდესაც ვხედავ ამდენ ნაცნობ სახეს – ჯარისკაცებს, მათ მეგობრებს, ნათესავებს და ყველას, ვინც მათ აქ ჩამოსვლაში დაეხმარა, თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. მე ჯარში მხოლოდ იმიტომ წავედი, რომ დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა ამ ბიჭებს შორის ერთ-ერთი ვყოფილიყავი. მე ვმსახურობდი მთელი მსოფლიოს ჯარისკაცებთან ერთად. ვხედავდი მსხვერპლს, თქვენ და თქვენმა ოჯახებმა რომ შესწირეთ თქვენი ქვეყნებისთვის. ბევრ რამეს მივხვდი გუნდურ მუშაობაზე და მეგობრულ სულისკვეთებაზე, რომლის სწავლა მხოლოდ სამხედრო სამსახურში შეიძლება“, – განაცხადა პრინცმა ჰარიმ.
მან ასევე აღნიშნა იმ ქალების და მამაკაცების გამბედაობა, რომლებიც, ტრავმების მიუხედავად, სრულყოფილი ცხოვრებით ცხოვრობენ და Invictus Games-ში მონაწილეობენ. შემდეგ პრინცს მიშელ ობამა შეუერთდა. „ის ნამდვილი პრინცია, არა? ის უნდა ამაყობდეს იმით, რასაც აკეთებს“, – აღნიშნა ობამამ. სტუმრებს შორის ასევე იყვნენ: ამერიკელი მსახიობი მორგან ფრიმანი და ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი.

 13162109_1184194618287441_459206134_n 13149881_1184194604954109_501627615_n

13101124_1184194621620774_1063457816_n

13187694_1184194611620775_1736281077_n

13162478_1184194614954108_203010537_n

კომენტარები

სხვა სიახლეები