პრინცესა დაიანას ცნობილი გამონათქვამები

 მისი გარდაცვალებიდან 18 წელი გავიდა, თუმცა დროთა ჟამთასვლამ და ინგლისის სამეფო კარის მცდელობამ, პრინცესა დაიანას სახელი დავიწყებას მისცემოდა, უბრალო მოკვდავებში მისი სიყვარული ვერ გაანელა. უფრო მეტიც, ლედი დის გულშემატკივრები არ ივიწყებენ პრინცესას გულმოწყალებას, მგრძნობელობას, მის მომხიბვლელ ღიმილს და მას დედა ტერეზას ადარებენ. პრინცესა დიანას ტრაგიკული დასასრული დღესაც ბურუსითაა მოცული. უცნობია ინგლისის სამეფო კარზე არსებული ინტრიგების დეტალები, რამაც პრინცესას ოჯახური ბედნიერება შეიწირა. თუმცა საყოველთაოდ ცნობილია ის სიკეთე, რომელსაც ლედი დი ასხივებდა და რომელსაც მილიონობით ადამიანი უკან მიჰყვებოდა. ჟურნალმა ELLE-მ ლედი დის ცნობილი გამონათქვამები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ადვილად გასაგები ხდება, როგორი იყო რეალურად პრინცესას ცხოვრება.
„ადამიანები ფიქრობენ, რომ იყო მამაკაცი – თვითრეალიზაციის ერთადერთი საუკეთესო საშუალებაა. თუმცა ვთვლი, რომ მუშაობა ჩემთვის უკეთესი ხერხია.“
„ძალიან მინდა თქვენი გულების დედოფალი ვიყო, მაგრამ მე დღეს ამ ქვეყნის დედოფლობა ვერ წარმომიდგენია“.
„ძალიან მიყვარს სიმღერა, მაგრამ ამის მოსმენა შეუძლებელია, ისევე როგორც იმის ყურება, მე როგორც ვცეკვავ. ამიტომ მე არავინ მიყურებს“.
„ადამიანები 80-იანი წლების მერილინ მონროს მეძახიან და ფიქრობენ, რომ ეს დიდი ბედნიერებაა“.
„ქორწინებაში ჩვენ სამნი ვიყავით, მე კი ბრბო საშინლად არ მიყვარს“.
„მამაკაცებს რომ ბავშვის გაჩენა შესძლებოდათ, არც ერთ მათგანს ერთზე მეტი შვილი არ ეყოლებოდა“.
„მე კი მეგონა, მოღალატე ქმრები ცოლებს რაღაც უფრო ღირებულით ასაჩუქრებდნენ“
„ამ საუკუნის ყველაზე დიდი ავადმყოფობა ისაა, რომ ადამიანები ადვილად ბრაზდებიან“.
„ყოველთვის მინდა საავადმყოფოში მოვინახულო სასიკვდილოდ განწირული ადამიანები, ან ვიჯდე ავადმყოფი ბავშვების სასთუმალთან და ვგრძნობდე, რომ მე მათ ვჭირდები. ასეთ სიტუაციებში მინდა ვიმოქმედო და არა მხოლოდ ვარსებობდე.“
„მე არ ვემორჩილები წესებს. მე ვხელმძღვანელობ ჩემი გულით და არა გონებით“
„კაცები უფრო ნაკლებ ტყუილს ამბობენ, ვიდრე ქალები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე გრძნობებს ეძება“.
„მე ძალიან მიყვარდა ჩემი მეუღლე, მინდოდა ყველა პრობლემა მასთან ერთად გამეზიარებინა და ვფიქრობდი, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვიყავით“.
„ჩახუტებას ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია, განსაკუთრებით – ბავშვებისთვის“.
„ფილოსოფიური აზროვნება – ესაა ხელოვნება, სხვისი უბედურების გაზიარება შეძლო“ ამბობენ, რომ უმჯობესია იყო ღარიბი და ბედნიერი, ვიდრე მდიდარი და უბედური, რას იტყვით კოპრომისზე – იყო ზომიერად მდიდარი და უბრალოდ ჭირვეული?“

კომენტარები

სხვა სიახლეები