პოლ მაკარტნი, ბელა ჰადიდი, ჯულია რობერთსი – ვარსკვლავები, რომლებიც კოვიდის წინააღმდეგ აიცრნენ

ექსპერტებს დიდი იმედი აქვთ, რომ ვაქცინაციის პროცესი მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებას შეაჩერებს. აცრების კამპანიაში დიდი ხანია მსოფლიოს ვარსკვლავები ჩაერთნენ და მოსახლეობას იმუნიზაციისკენ მოუწოდებდნენ.

ბელა ჰადიდი

მოდელი კორონავირუსის წინააღმდეგ 2021 წლის სექტემბერში აიცრა და ფოტო „ინსტაგრამზე“ განათავსა.

პოლ მაკარტნი

ლეგენდარული „ბითლზის“ წევრი 2021 წლის აგვისტოში აიცრა, ვაქცინაციისას გადაღებული ფოტო მან „ტვიტერზე“ განათავსა და მოსახლეობას მოუწოდა, ვირუსის წინააღმდეგ აცრილიყვნენ.

პრინცი უილიამი

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, როგორ უკეთებენ ვაქცინას.
„დღეს ჩემი პირველი დოზა მივიღე. ყველას, ვინც ვაქცინის შექმნასა და ადმინისტრირებისთვის მუშაობდა, მადლობა ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ და რასაც აკეთებთ“, – დაწერა უილიამმა 2021 წლის მაისში.

ქეით მიდლტონი
ქმრის მსგავსად, აცრისას გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში კემბრიჯის ჰერცოგინიამ, ქეით მიდლტონმაც განათავსა.
„გუშინ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მივიღე, მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს“, – განაცხადა მიდლტონმა 2021 წლის მაისში.

ჯულია რობერტსი

ჰოლივუდის ვარსკვლავმა 2021 წლის მაისში „სელფი“ გააზიარა და გამომწერებს სოციალურ ქსელში უთხრა, რომ სრულად ვაქცინირებული იყო.
„თუ ჯერ კიდევ არ აცრილხართ, გაქვთ საშუალება, აიცრათ“, – დაწერა რობერტსმა.

ბრიტნი სპირსი

ამერიკელი მომღერალი მეგობარ მამაკაცთან ერთად 2021 წლის აპრილში აიცრა. მისი თქმით, არანაირი დისკომფორტი არ ჰქონია და თავს შესანიშნავად გრძნობდა.

მერაია ქერი

მუსიკოსი 2021 წლის აპრილში აიცრა და ამის შესახებ „ინსტაგრამზე“ მიმდევრებს დეტალურად მოუთხრო.

კომენტარები

სხვა სიახლეები