პოლ მაკარტნის ინტიმური ცხოვრების სკანდალური დეტალები ახალ ბიოგრაფიულ წიგნში გამოქვეყნდა

ახალი წიგნი „პოლ მაკარტნი: ბიოგრაფია“, რომელშიც „ბითლზის“ ყოფილი წევრის ცხოვრების დეტალები, მათ შორის ინტიმური ხასიათის ინფორმაციაა გამოქვეყნებული. წიგნის ავტორია ფილიპ ნორმანი.
მაკარტნის იმდროინდელი ცხოვრება, როდესაც „ბითლზი“ პოპულარობის მწვერვალზე იმყოფებოდა, ნორმანმა თავად მუსიკოსის ნებართვით აღწერა.
წიგნში აღნიშნულია, რომ ამერიკული ტურის დროს, ყველა ქალაქში, სადაც ჯგუფის წევრები ჩადიოდნენ, მათ ახალი „მეგობარი-გოგონები“ ელოდნენ.
„მთელი ამერიკის მასშტაბით, ყველა აეროპორტში, ბიჭებს უმაღლესი კლასის 4 მეძავი ხვდებოდა, რომლებისთვისაც თანხა უკვე გადახდილი იყო“, – წერს ნორმანი.
სექსბიზნესთან ლივერპულელი მუსიკოსების კავშირი საიდუმლო არ არის. განსაკუთრებით აქტიურად მეძავების მომსახურებით ლენონი, მაკარტნი, ჰარისონი და სტარი კარიერის დასაწყისში სარგებლობდნენ, როდესაც ჰამბურგში გამოდიოდნენ.
პირველი სექსუალური გამოცდილება მაკარტნიმ სწორედ ჰამბურგში მიიღო.
„ეს იყო საშუალო სიმაღლის, მუქთმიანი გოგონა. მახსოვს ჩემი გრძნობები – ძალიან შეშინებული ვიყავი, როდესაც მასთან ერთად საწოლში აღვმოჩნდი. მასთან მთელი ღამე გავატარე და არ ვიცოდი, რა და როგორ გამეკეთებინა“, – იხსენებს მაკარტნი.
მუსიკოსის სექსუალურ ცხოვრებას წიგნში დიდი ადგილი უკავია. შეხვდებით ასევე ჯგუფური სექსის ეპიზოდსაც – 4 გოგონასთან. წიგნში გამოქვეყნებულია მაკარტნის ყოფილი გოგონების მოგონებებიც. ერთ-ერთი ქალი ყვება, როგორ უყვარდა მაკარტნის, მაგალითად, როდესაც მას ფეხებზე სავარცხელს უსვამდნენ. წიგნი „პოლ მაკარტნი: ბიოგრაფია“ 5 მაისს გაიყიდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები