პოლიციელმა მოსწავლეს ქუჩაში  ცეკვის გაკვეთილი ჩაუტარა  – რაზე დანიძლავდნენ მოჩხუბარი მხარეები  (ვიდეო)

ვიდეო, სადაც ასახულია ქუჩაში ამერიკელი პოლიციელი ქალისა და აფროამერიკული წარმოშობის სკოლის მოსწავლის ცეკვა, სოციალური ქსელები და უცხნოური მედია დაიპყრო.

DAILY MAIL-ის ინფორმაციით, პოლიციელები ადგილზე  სკოლის მოსწავლეებს შორის ატეხილი ჩხუბის შემდეგ გამოიძახეს. სამართალდამცავებმა ახალგაზრდების დაწყნარება მოახერხეს, შემდეგ კი სთხოვეს, დაშლილიყვნენ და სახლებში წასულიყვნენ. ამ დროს 17 წლის ალია ტეილორმა ქალ ოფიცერს ცეკვაში შეჯიბრი შესთავაზა, რაზეც სამართალდამცავი არც კი დაფიქრებულა. ნაძლევი მხარეებს შორის იმაზე დაიდო, რომ თუ ცეკვაში სკოლის მოსწავლე მოიგებდა, ახალგაზრდები ადგილზე დარჩებოდნენ, პოლიციელის მოგების შემთხვევაში კი, ისინი სამართალდამცავების მოწოდებას გაითვალისწინებდნენ და სახლებში წავიდოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ იარაღებითა და სპეცსაგნებით აღჭურვილმა პოლიციელმა ქუჩაში ნამდვილი შოუ მოაწყო, საბოლოო ჯამში, ცეკვის შეჯიბრში მაინც  სკოლის მოსწავლემ გაიმარჯვა. ნაძლევის პირობების მიუხედავად კი, შეჯიბრის შემდეგ, იქ შეკრებილები ადგილიდან დაიშალნენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები