“პის ცხოვრება, ტივტივა “სახლი” ოკეანეში – რეალური ისტორია

19 წლის ინდონეზიელმა ალდი ნოველ ადილანგმა ოკეანეში 49 დღე გაატარა.
მისი ტივტივა “სახლი” ქარმა სანაპიროდან მოგლიჯა, შემდეგ კი ძლიერმა დინებამ გაიტაცა. ალდის საკვების მარაგი მხოლოდ რამდენიმე დღის სამყოფი ჰქონდა. თავის გადასარჩენად ის თევზს იჭერდა და ცეცხლზე წვავდა რომელსაც ტივტივას ფიცრებით ანთებდა. ოკეანის წყალს კი საკუთარი ტანსაცმლით ფილტრავდა, რათა მარილი მოეშორებინა და სასმელად ვარგისი ყოფილიყო.
ბიჭის თქმით, გემებმა დაახლოებით 10-ჯერ მაინც ჩაუარეს, მაგრამ ის ვერავინ დაინახა. ბოლოს და ბოლოს, მან რაციის გამართვა შეძლო და კატასტროფის სიგნალი გაგზავნა. ალდი პანამის გემმა აიყვანა და იაპონიაში წაიყვანა. ახლა ის თავს კარგად გრძნობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები