პეკინში, საზოგადოებრივ ადგილებში მოწევა კანონით აიკრძალება

რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მცირდება პეკინში ისეთი ადგილები, სადაც მოწევას შეძლებთ. ახლა უკვე მთავრობამ მსგავსი აკრძალვით პეკინის საერთაშორისო აეროპორტს მიმართა და 14 ოთახი გააუქმა, რომელიც მოსაწევად იყო გამოყოფილი. ავტობუსის გაჩერებებზე კი იფუნქციონირებს 600-ზე მეტი ღია სივრცე მწეველთათვის.
გარდა ამისა, დედაქალაქში იქნებიან ინსპექტორები, რომლებიც მონიტორინგს გაუწევენ მწეველთა ქმედებას იმ ადგილებში, სადაც მოწევა აკრძალულია. პირველი ივნისიდან კი პეკინში ძალაში შევა კანონი, რომელიც მოწევას საზოგადოებრივ ადგილებში და ყველანაირ თამბაქოს რეკლამას აკრძალავს.

კომენტარები

სხვა სიახლეები