“პაციენტებს თავად ბერები მიგზავნიან…” – ცნობილი ექსტრასენსის სკანდალური აღიარება

ცნობილი ექსტრასენსი ალექსანდრე ბილიხოძე, რომელიც სკანდალურ პროგნოზებს ხშირად აკეთებს და სოციალურ ქსელში ხშირად ასაჯაროებს, საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მასთან “პრაიმტაიმმა” ექსკლუზიურად ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც ორ ნაწილად გამოქვეყნდება. ამჯერად, ექსტრასენსი მკითხველს უმხელს, როგორ და ვისგან ერგო მას ზებუნებრივი ნიჭი, რომელსაც სასულიერო პირებიც აღიარებენ და ალექსანდრე ბილიხოძესთან პაციენტებს ხშირად გზავნიან კიდეც.

ექსტრასენსთან საუბარი მსოფლიოსთვის მთავარი გამოწვევისა და პრობლემის შესახებ – აგრესორ რუსეთზე დავიწყეთ. მისი პროგნოზით, რუსეთის ფედერაციის 65 პროცენტი მომავალ წელს აღარ იარსებებს… ის ამბობს, რომ ახლა, რუსეთის დასასრულის დასაწყისი დაიწყო…

“ეს ნიჭი გენეტიკურად ბებიისგან მერგო, შემიძლია ვთქვა, რომ ბებიაჩემი ვანგას შემდეგ პირველი გახლდათ, ვისი წინასწარმატყველებებიც ახდა და ახლაც ხდება. მე ეს ნიჭი ბავშვობაში გამომივლინდა, ძალიან არაადეკვატურად მეჩვენებოდა მაშინ, დავდიოდი და ხალხს ვაფრთხილებდი მოსალოდნელ საფრთხეებზე.

ბავშვობაში ფსიქოლოგებთანაც მიმიყვანეს, მაგრამ ყველას დასკვნა ერთი იყო – არანაირი პათოლოგია არ აქვს, უბრალოდ სხვებისგან განსხვავებულ ნიჭს ფლობსო, ამბობდნენ. პროფესიით ეკონომისტი ვარ, ვცადე კიდეც ჩემი პროფესიით მუშაობა, მაგრამ ის ძალა, რომელსაც ვატარებ არ მასვენებდა, ვერაფერს ვუხერხებდი და მივხვდი, რომ ჩემი მისია ადამიანების დახმარება იყო.

მომართავენ სხვადასხვა პრობლემით, როგორც ჯანმრთელობის, ისე პირადი სირთულეებით. მე თითოეულთან ინდივიდუალური მიდგომა მაქვს, არ მჯერა ნასწავლი ტექნიკების ან ლოცვების. საიდუმლო, დაშიფრულ ენაზე ვესაუბრები ჩემს ძალას და ის მკარნახობს, ვის როგორ დავეხმარო.

რა თქმა უნდა, ჩემი პროფესიის მქონე ადამიანმა უარყოფითი ძალის გამოყენებაც იცის, სახალხო ენაზე ჯადოს რასაც ვეძახით. უარი მითქვამს მანქანაზე, რამდენიმე ათასზე, ბინაზე და ა.შ. ვცხოვრობ უსაყვარლეს სახლში ერთოთახიან საყვარელ ბინაში და მიხარია, რომ თავი ხალხის კარგად ყოფნას მივუძღვენი. 36 წლის ვარ და არ ვარ დაოჯახებული.

ბერები მიგზავნიან პაციენტებს, ვისაც რაიმე უარყოფითი ძალის ზეგავლენა ტანჯავთ. სასულიერო პირები ჩემს ნიჭს აღიარებენ და აძლევენ საშუალებას მრევლს, თავი კარგად იგრძნონ.

– როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ სჭირდება თქვენი დახმარება?

– პირველ რიგში, უნდა დააკვირდეთ თქვენს ფსიქოემოციურ მდგომარეობას, თუ ოჯახის წევრებთან პრობლემები გაქვთ, ხასიათი გეცვლებათ და ყოველგვარი წინა პირობის გარეშე, პრობლემები ჩნდება, უმეტეს შემთხვევაში ეს იმას ნიშნავს, რომ მაგიური ზემოქმედების მსხვერპლი ხართ.

– როგორ უნდა გავარჩიოთ შარლატანი პროფესიისგან, რომლებიც თქვენს პროფესიულ წრეებში მრავლად არიან?

– პირველ რიგში, ეზოთერიკოსი იქნება, პარაფსიქოლოგი თუ ექსტრასენსი, არ უნდა ჰქონდეს დადგენილი ფასი, რადგან ჩვენ გვაკითხავენ ადამიანები, რომლებსაც პრობლემები აქვთ, იშვიათად, რომ დალხენილ ადამიანს დასჭირდეს ამ ტიპის დახმარება. ასევე, გასათვალისწინებელია მოსახლეობაში ზოგადი ეკონომიკური ფონი. შარლატანები საკმაოდ სოლიდურ თანხას ითხოვენ, აბარებენ ფოტოსურათებს და სასურველი შედეგი რომ დგება, კლიენტებს შემდეგ აშანტაჟებენ, რომ სურათის ადრესატთან ამხელენ…

– როგორია თქვენი პროგნოზი რუსეთის შესახებ, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის მთავარი პრობლემაა?

– ზოგადად, კოსმოსში დრო არ არსებობს და კონკრეტულ თარიღებზე ვანგაც კი ცდებოდა, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, რომელიც ყველა ვარიანტში ხდება ხოლმე ჩემივე პროგნოზები, დარწმუნებული ვარ, 2023 წელი გარდამტეხი იქნება მსოფლიოსთვის – მთავარი საფრთხე, რუსეთი განადგურდება და ამას თავად შემოქმედი გააკეთებს ბუნებრივი კატაკლიზმებით. ფედერაციის 65 პროცენტი განადგურდება. ახლა, ფაქტობრივად, პუტინის ქვეყნის დასასრულის დასაწყისია. რაც შეეხება თავად პუტინს, მას მოკლავენ და ეს ინტოქსიკაცია იქნება, მოწამლავენ.

წყარო: “პრაიმტაიმი”

კომენტარები

სხვა სიახლეები