პატარძალს, რომელსაც 47 ზომის ფეხსაცმელი სჭირდება, მთელი ქვეყანა ეხმარება

49 წლის ჯული ფელტონის სიმაღლე თითქმის 2 მეტრია. ის ფარმაცევტია და ინგლისში, შროპშირის საგრაფოში ცხოვრობს. მისი ფეხის ზომა 47-ია. ეს კი მას ქორწილისთვის შესაფერისი ფეხსაცმლის შოვნაში ხელს უშლის.
საერთოდ ჯული მამაკაცის ფეხსაცმელს ატარებს. თუმცა, ქორწილის წინა დღეებში ის პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. სად არ ეძებდა ბრიტანელი ქალი თავისთვის შესაფერის ფეხსაცმელს, თუმცა მცდელობა წარმატებით არ დაგვირგვინდა. ამის მიზეზი, კი მისი ტერფის სიგრძეა – 30,5 სანტიმეტრი.
„როგორც ვიცი, ჩვენს ქვეყანაში მე ყველაზე დიდი ტერფი მაქვს ქალებს შორის. თუმცა, ისევე როგორც ყველა პატარძალს, მეც მსურს, რომ ჩემი ჩაცმულობა იდეალური იყოს.“
ერთხელ ის უკვე იმყოფებოდა ქორწინებაში – 24 წლის წინ. მაშინ მას ფეხსაცმელი შეკვეთით დაუმზადეს. თუმცა შემდეგ შავ ფერში გადაღება, ხოლო ოჯახი დაენგრა. იმის მიზეზი კი, რატომაც ახლაც არ იკერავს ფეხსაცმელს ის არის, რომ მზად არ არის ამდენი ფული დახარჯოს. მას წყვილი ფეხსაცმლის დამზადებაში 1000 ფუნტი მოსთხოვეს.
ჯულის იმედი აქვს, რომ გაუმართლებს და ყველას სთხოვს დახმარებას, იქნებ უკვე გამზადებული თეთრი და ლამაზი ფეხსაცმელი აშოვნინონ. ჯულის საქმრო 44 წლის სტივ ევანსია, რომელიც ხუთი სანტიმეტრით უფრო დაბალია, ვიდრე მისი საყვარელი ქალი.

კომენტარები

სხვა სიახლეები