პამელა ანდერსონი ქორწინების ბეჭედს ყიდის

სერიალ „მაშველების“ და ჟურნალ „ფლეიბოის“ ვარსკვლავმა გადაწყვიტა, მეუღლესთან დაკავშირებული ყველა ნივთით გათავისუფლდეს, ამის გამო მსახიობი საქორწინო ბეჭედს ყიდის.
პამელა ანდერსონი პირველად 1995 წელს გათხოვდა და ცოლად როკმუსიკოსს ტომი ლის გაჰყვა. მათ ორი ვაჟი შეეძინათ, თუმცა სამი წლის შემდეგ მათი ოჯახი დაინგრა. თავისი მეორე სიყვარულიც მსახიობმა როკერების გარემოცვაში იპოვა.
2006 წელს პამელა ანდერსონმა რომანი გააბა კიდ როკთან, თუმცა ურთიერთობამ სულ რაღაც ერთი წელი გასტანა, დაშორების შემდგომ ის იმავე წელს ცოლად გაჰყვა რიკ სალომონას. ერთ წელიწადში მსახიობს ისევ დაენგრა ოჯახი, თუმცა ექვსი წლის შემდეგ, 2014 წელს, ისინი ისევ შერიგდნენ, მაგრამ 2015 წელს პამელას ინიციატივით ერთმანეთს დაშორდნენ.
მსახიობმა საქორწინო ბეჭედი აუქციონზე უკვე გაიტანა. Tiffany -ს 3,24- კარატიანი ბეჭედი უახლოეს დღეებში გაიყიდება. მისი სასტარტო ფასი 100 000 დოლარს შეადგენს. პამელა ანდერსონი იმედოვნებს, რომ ბეჭედი სხვა ქალს უფრო დიდ ბედნიერებას მოუტანს, ვიდრე მას სალომონთან ურთიერთობისას მოუტანა.

კომენტარები

სხვა სიახლეები