“ოსკარის” დაჯილდოების ცერემონიას მსახიობებისა და რეჟისორების ნაწილი ბოიკოტს უცხადებს

რეჟისორები და მსახიობები ამერიკის კინოაკადემიას რასობრივ დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ და “ოსკარების” დაჯილდოების ცერემონიას ბოიკოტს უცხადებენ. მიზეზი ის გარემოებაა, რომ მთავარ ნომინანტებს შორის მხოლოდ თეთრკანიანი კანდიდატები არიან. საპროტესტო კამპანია სოციალურ ქსელშიც აქტიურად მიმდინარეობს. კინორეჟისორმა სპაიკ ლიმ და უილ სმიტის ცოლმა, მსახიობმა ჟანა პინკეტმა უკვე გააკეთეს განცხადება იმის შესახებ, რომ ცერემონიალს არ დაესწრებიან.

კომენტარები

სხვა სიახლეები