ორი წლის გოგონა აფთრების ჯოგს დაუმეგობრდა და მათთან თამაში ყოველდღიურობად აქცია (ფოტო, ვიდეო)

ორი წლის გოგო ზიმბაბვედან აფთრების ჯოგს დაუმეგობრდა, რომლებიც ცხოვრობენ დაცულ ტერიტორიაზე, სადაც ბავშვის მამა მუშაობს. ვრცელდება ვიდეო, სადაც ბავშვისა და მტაცებლების ურთიერთობაა ასახული.

მტაცებელი ცხოველებით გატაცება კიკი ვოლჰუტერს მამისგან გადაეცა. ბავშვის მამა, კიმი ველურ სამყაროზე დოკუმენტურ ფილმებს ქმნის. მრავალი წელია ის ოჯახთან ერთად ზიმბაბვეს აღმოსავლეთში, დაცულ პარკში ცხოვრობს და აფთრების ცხოვრებას შეისწავლის.

შვილი მამას დიდხანს სთხოვდა აფთრები ახლოდან ენახებია, თუმცა კიმი ყოველთვის უარზე იყო, რადგან ეშინოდა, რომ აფთრები ბავშვს თავსდესხმოდნენ. ბევრი თხოვნის შემდეგ, მან გადაწყვიტა შვილის სურვილი შეესრულებინა.

თავდაპირველად მტაცებლები კიკის ფრთხილად მიუახლოვდნენ, შემდეგ კი მიხვდნენ, რომ ბავშვი საშიშროებას არ წარმოადგენდა და მასთან თამაში დაიწყეს. გოგონას აფთრები მომენტალურად მოეწონა, რადგან ისინი მის საყვარელ ფუმფულა სათამაშოს გავდნენ. კიმის განცხადებით, მისი ქალიშვილი მტაცებელ ცხოველებს შინაურ ცხოველებად აღიქვამს – უყვარს მათთან ერთად სირბილი და თამაში:

„აფთრები მისთვის ისევეა, როგორც ლეკვები. ისინი მიეჯაჭვნენ კიკის და რეალურად შეიყვარეს ბავშვი“, – აცხადებს კიმი.

კიმს ის ფაქტი აწუხებს, რომ ფილმებსა და მულტფილმებში აფთრები ყოველთვის უარყოფითად არიან წარმოჩენილნი. ის იმედოვნებს, რომ შეძლებს ხალხის წარმოდგენის შეცვლას ამ მტაცებლებზე.

„აფთრები ძალიან ჭკვიანი ცხოველები არიან. ამას გარდა იდეალური მონადირეებიც გახლავთ. ასევე მზრუნველი მშობლები თავიანთი შვილებისთვის“, – დასძენს მამაკაცი.

კომენტარები

სხვა სიახლეები