ომლეტი ესპანურად

ინგრედიენტები: 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი; 1 თავი ხახვი; 50 გრ. სოსისი; თხლად დაჭრილი , 350 გრ. კარტოფილი; მარილი; პილპილი; ¾ ჭიქა ოხრახუში; 10 ც. კვერცხი.
მომზადების წესი: ღუმელი 200 გრადუსამდე გავახუროთ. დავჭრათ ხახვი და დიდ ტაფაზე, ზეითუნის ზეთში მოვთუშოთ. დავუმატოთ სოსისი და კარტოფილი , მოვაყაროთ მარილი და პილპილი გემოვნებით და ვურიოთ მანამ, სანამ კარტოფილი არ დარბილდება. შემდეგ ჩავასხათ ათქვეფილი კვერცხი, ბოლოს კი ოხრახუში და ყველი მოვაყაროთ, კარგად ამოვურიოთ და 15 წუთით შევდგათ ღუმელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები