ნუკი კოშკელიშვილი გათხოვდა

გავრცელებული ინფორმაციით, ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი გათხოვდა.
მისი რჩეული ყველასთვის კარგად ნაცნობი ბენია, რომელიც ნუკიმ სოციალური ქსელით გაიცნო, შემდეგ ამერიკაში ჩააკითხა და ბოლოს საქართველოშიც მოიწვია.
ბენ ხაიმი 35 წლისაა. იგი ქართველმა საზოგადოებამ მაია ასათიანის შოუდან კიდევ უფრო ახლოს გაიცნო, თუმცა ტელეწამყვანის რჩეული მალე სამშობლოში გაემგზავრა და აღარსად გამოჩენილა. თავად ნუკი ამ თემაზე საუბარს ჟურნალისტებთან გაურბოდა და ამბობდა, რომ პირადზე აღარასოდეს მისცემდა კომენტარს. აქედან გამომდინარე, აშკარა იყო, რომ შეყვარებულებს შორის შავმა კატამ გაირბინა და ნუკისთვის ეს თემა საკმაოდ მტკივნეული იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ბენი და ნუკი რამდენიმე თვის წინ შერიგებულან.
როგორც „ამბები.გე“ წერს, წყვილი ქორწილს სექტემბერში თბილისში გეგმავს და საქორწინო კაბაც შეკერილია. ნუკი და ბენი ცხოვრებას ამერიკაში აპირებენ. რაც შეეხება ნუკის გადაცემას „მარაოზე“, მას სალომე გოგიაშვილი წაიყვანს.

კომენტარები

სხვა სიახლეები