ნიჟნევარტოვსკში ევროპიდან შეტანილი პროდუქტების „განადგურება“ საკუთარი ძალებით დაიწყეს – ვიდეო

 ინტერენტში ვიდეორგოლი გავრცელდა, რომელიც რუსეთის ქალაქ ნიჟნევარტოვსკის ერთ-ერთმა მოქალაქემ გადაიღო. თავისი აქციისთვის მან მაღაზიაში უცხოური წარმოების ღორის ხორცი და ყველი შეიძინა. შემდეგ ამ პროდუქტებს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი მოუკიდა. „მე ცოტა ფული მაქვს და ამას შევჭამდი. მაგრამ არა, უნდა მოვითმინო და დავწვა ეს პროდუქცია, რადგანაც რუსეთის მთავრობის პოლიტიკას მხარს ვუჭერ. რუსეთს ვერავინ დააჩოქებს“, – ამბობს ვიდეორგოლის ავტორი. ასევე ის „სინანულს“ გამოთქვამს, რომ ნიჟნევარტოვსკში ჯერჯერობით უცხოური პროდუქტების გასანადგურებლად მოძრავი კრემატორიუმები არ შეუყვანიათ. ვიდეორგოლი მთავრდება სიტვებით: „აღორძინდი, რუსეთო!“. სოციალური ქსელების მომხმარებლები ამ ვიდეორგოლს აქტიურად განიხილავენ და დაობენ – ამ ვიდეოს მოსახლეობა ხუმრობად და დაცინვად აღიქვამს თუ სერიოზულად მიუდგება? რუსეთში 6 აგვისტოდან სანქციაში მოხვედრილი ქვეყნების პროდუქტების საზღვარზე განადგურების პროცესი დაიწყო.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=Hu_ZnD-r9CQ[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები