ნიკა გრიგოლია: “ცოცხები, აჯიკები, ბანანები, ხატები, დედა გვაქვს ნატირები…”

იუმორისტი ნიკა გრიგოლია, დიდი ხანია რაც უკვე ქალაქში მოტოციკლეტით მოძრაობს, მაგრამ როგორც ჩანს ამ ბოლო დროს ფეხით გაისეირნა და ამ თემაზე კომენტარი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“აი, არ ვინტრიგანობ საერთოდ. მარაზმია უკვე ქალაქის ქუჩაში რაც ხდება. ტროტუარი არა სირი! მანქანით მომსდევდა ვიღაც ტიპი ჭავჭავაძის ტროტუარზე…

მიწისქვეშებში სრული პიზდეცია, უჰუუუ… ცოცხები, აჯიკები, ბანანები, ხატები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავსაცმელი და ტრაკსაცმელი.

ქალაქის ცენტრში ტროტუარზე შეშის ღუმელი უდგათ და თბებიან, თან ყიდიან რაღაცეებს და ვერ გაივლის ადამიანი. მეცოდება და ვიცი, რომ უჭირს, მაგრამ მეც მაგრად მიჭირს.

ეს სასტიკი გამონაბოლქვი და ჩაბაფებული კატალიზატორები. ნაგავი, გადათხრილ ქუჩაზე, ურნაში, ურნა ტროტუარზე. აი, სრული პიზდეცია. რამდენიმე ხე ისე უცებ მიიჩეხა ჩემს მეზობლად, ოპაა და ერთ დილით აღარ იყო.

მერიას თავისი გასაკეთებელი მილიონი პრობლემა აქვს.. და მიხედვას ვუსურვებ, მაგრამ ჩვენ რასაც -ბოდიში და ვაჯვამთ ამ ქალაქს, სირცხვილი და ღორობაა! ცოტა ტვინებს მივხედოთ თორე დედა გვაქვს ნატირები!  წერს გრიგოლია.

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები