ნიკა გვარამია: არ მაინტერესებს სხვა მენტორების აზრი, რა სტრატეგია აქვს ჩვენს გუნდს (ვიდეო)

„კარგი მუსიკა მინდა სცენაზე. მორჩა! არ მაინტერესებს სხვა მენტორების აზრი, რა სტრატეგია აქვს ჩვენს გუნდს. ჩემთვის ეს არ არის სპეკულაციური კონკურსი“. ეს განცხადება ნიკა გვარამიამ “X-ფაქტორის“ დღევანდელი გადაცემის ჩაწერისას გააკეთა.
„ჩემთვის ეს არის მუსიკალური კონკურსი და თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენ გავიმარჯვებთ ხარისხიანი მუსიკით. ფორმა გვაცვია, ჯარისკაცები ვართ, მესაფლავეები ვართ, შეყვარებული მოგვიკვდა თუ დედა გაფრინდა ცაში – ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის. კარგი მუსიკით თუ გავიმარჯვებთ – გავიმარჯვებთ. თუ ვერ გავიმარჯვებთ – ვერ გავიმარჯვებთ. მორჩა!“
კონკრეტულად რაზე აღშფოთდა მენტორი – გავიგებთ დღეს, საღამოს 22:00 საათზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები