ნიგერიაში მამაკაცი გარდაიცვალა, რომელსაც 130 ცოლი და 203 შვილი ჰყავდა

ნიგერიაში 93 წლის ასაკში ისლამის ყოფილი მქადაგებელი მუჰამედ ბელო აბუბაკარი გარდაიცვალა. ის ცნობილია იმით, რომ 130 ცოლი და 203 შვილი ჰყავდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი რამდენიმე ცოლი ორსულად არის. ისლამის ყოფილი მქადაგებლის რამდენიმე ცოლმა „ბი ბი სის“ განუცხადა, რომ მუჰამედ აბუბაკართან დაავადებების მორჩენის იმედით მივიდნენ. ქალები აცხადებენ, რომ მართლაც განიკურნენ ამ დაავადებებისგან. „მე მათ არ ვეძებ, ისინი ჩემთან თავად მოდიან. მე ამას ალაჰის საჩუქარს ვუწოდებ და უბრალოდ ისინი ცოლად მომყავს“, – აცხადებდა აბუბაკარი.

კომენტარები

სხვა სიახლეები