ნეიმარის ეტლში გადაღებულმა ფოტომ, რომელიც სტივენ ჰოუკინგს მიუძღვნა, უკმაყოფილება გამოიწვია (ფოტო)

“პსჟ”-ს ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ნეიმარმა, ფიზიკოსის, სტივენ ჰოუკინგის გარდაცვალების დღეს, სოციალურ ქსელში სურათი განათავსა, სადაც ეტლში ზის.
ფეხბურთელმა ფოტოს წარწერაც დაურთო: “ყოველთვის პოზიტიური უნდა იყო და იმ სიტუაციდან, რომელშიც ხარ, მაქსიმალურად ბევრი უნდა მიიღო”.
ამ ფაქტმა ნეიმარის გულშემატკივრებში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია და ზოგიერთი მათგანისთვის მიუღებელიც კი აღმოჩნდა ამგვარი საქციელი.
შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ადამიანი, გენიალური ფიზიკოსი და უბრალოდ სამაგალითო ადამიანი, სტივენ ჰოუკინგი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი 55 წლის განმავლობაში სავარძელს იყო მიჯაჭვული და სხეულის თითქმის ყველა ნაწილი პარალიზებული ჰქონდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები