ნასა – დედამიწაზე დეკემბერში ცხრა დღით დაბნელდება

გამოცემა Mars Hoax-ი აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ 16-დან 25 დეკემბრამდე დედამიწაზე ცხრადღიანი დაბნელებაა მოსალოდნელი. ამ ინფორმაციის მიხედვით ჩვენი პლანეტა ამ პერიოდში მზის სინათლის მხოლოდ 10 პროცენტს მიიღებს.
ამერიკელი მეცნიერების თქმით, დედამიწაზე დეკემბერში ბოლო 250 წლის განმავლობაში უძლიერესი მაგნიტური ქარიშხალი დაფიქსირდება. სწორედ ამის გამო დედამიწაზე დაბნელებას პროგნოზირებენ.
ამ ინფორმაციას სოციალური ქსელების მომხმარებლებიც ეხმაურებიან. მომხმარებლები წერენ, რომ ეს ინფორმაცია ბოლომდე სანდო არ არის, ვინაიდან „ნასა“ წელს დაბნელებას ორჯერ პროგნოზირებდა, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ის არ გამართლდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები