ნანი ბრეგვაძის მოსკოვში დაგეგმილი კონცერტი არ გაუქმებულა

მოსკოვში, ნანი ბრეგვაძის კონცერტი, რომელიც 28 მარტს არის დაგეგმილი, არ გაუქმებულა.
მოსკოვის საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლში“ არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ნანი ბრეგვაძის 28 მარტს დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა.
როგორც „კროკუს სიტი ჰოლში“ განაცხადეს, „ყველაფერი ძალაშია“.
„ნანი ბრეგვაძის კონცერტი 28 მარტს არის დაგეგმილი. ყველაფერი ძალაშია, ბილეთების გაყიდვა ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს“, – აღნიშნეს „კროკუს სიტი ჰოლის“ ადმინისტრაციაში.
კონცერტის გაუქმების შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.

წყარო:http://cyc.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები