ნანიკო ხაზარაძე “იმედის კვირიდან” ისე მოხსნეს, რომ არც გააფრთხილეს – “მართლა შოკში ვიყავი…”

“იმედის კვირა” გუშინ ეთერში ნანიკო ხაზარაძის გარეშე გავიდა. როგორც ცნობილი გახდა, ის აღნიშნული თოქ-შოუდან მოხსნეს.

Ambebi.ge ნანიკოს დაუკავშირდა.
– პარადოქსია, მაგრამ ეს ყველაფერი გავიგე ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოსგან.

– რომ ეთერიდან მოგხსნეს?
– კი, მერე ჩემს ხელმძღვანელთან შევედი და ვკითხე, რა ხდება-მეთქი. მითხრა, რომ შენ პოზიტიური ტელესახე ხარ და ეს იმიჯი “იმედის კვირაში” რაღაცნაირად ილახება. მოდი, ამ კვირას არ გახვიდე ეთერში და ამ ყველაფერს დავაკვირდეთ, გადაცემა როგორი იქნებაო.

– პასუხს როდის გეტყვიან?
– არ ვიცი, ამ პასუხით გამოვედი დირექტორის კაბინეტიდან…

– გადაცემა გუშინ ეთერში მართლაც

შენ გარეშე გავიდა…
– ეს ფაქტია, არ ვიყავი…

– ისე, ცოტა უცნაურია, როდესაც თანამშრომელი საკუთარ თავზე ამა თუ იმ ცნობას საინფორმაციო სააგენტოსგან იღებს და არა მისი უშუალო უფროსისგან.
– მართლა შოკში ვიყავი…

– ეს ცოტა არაპროფესიონალურ შეიძლება იყოს კიდეც. “დღის შოუდანაც” ხომ არ გხსნიან?
– ისე, სააგენტოებმა ამ თემაზეც უკვე დამირეკეს. “დღის შოუსთან” დაკავშირებით ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შემიძლია, გადაცემა ეთეში გადის და მასზე ვმუშაობ. თუ ჩემი ამ შოუდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ, იმედია, ამას სააგენტოდან არ შემატყობინებენ, რომ რაღაც რადიკალური ცვლილებაა ჩემს ცხოვრებაში.

– ისე, გადაცემიდან მოხსნა ხშირად ყოფილა შენს ცხოვრებაში…
– ბევრჯერ იყო ასეთი რამ, მაგრამ სააგენტოსგან ეს ამბავი არასდროს შემიტყვია…

წტარო: ამბები

კომენტარები

სხვა სიახლეები