მხატვარმა, მელბურნში, კედელზე დახატული ჰილარი კლინტონი მუსულმანური ტანსაცმლით „შემოსა“ (ვიდეო)

ერთ-ერთმა ქუჩის მხატვარმა მელბურნში, კედელზე საცურაო კოსტიუმში დახატული ჰილარი კლინტონი მუსულმანური ტანისამოსით შემოსა. საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი კლინტონის ნახატი მხატვარმა იმის გამო შეცვალა, რომ მან ადგილობრივი ხელისუფლების უკმაყოფილება გამოიწვია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ასევე გააფრთხილა მხატვარი, რომლის ზედმეტი სახელია Lushsux, რომ ნახევრად შიშველი კლინტონის ნახატის გამო მას დააჯარიმებდნენ.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=o-3UtTWrwCk&feature=youtu.be[/youtube]

58585

კომენტარები

სხვა სიახლეები